суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის 9 დღე

    განვიხილეთ მოდული 8 , ვისაუბრეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე,
ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,შევაფასეთ  პროექტები, გავაკეთეთ უკუკავშირი,
  ავტვირთე ჩემი პრეზენტაციის საქაღალდე ბლოგზე.
ვფიქრობ რომ ტრენინგის კურსმა ჩაიარა ჩემთვის სასარგებლოდ,
ნამდვილად ბევრი რამ შევისწავლე, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, იმედი მაქვს ნასწავლს გამოვიყენებ ცხოვრებაში .
ტრენინგის 8 დღე

განვიხილეთ მე-7 მოგული, საინტერესო თემები  იყო ნამდვილად. კითხვის დასმის სტრატებიები და ფასილიტაცია.
დავათვალიერე ფასილიტაციის ნიმუშები, მოვარგე ჩემს პროექტს, ვიმუშავე შემს გეგმაზე, პროექტი მივიყვანე დასასრულამდე, იმედი მაქვს ხვალ კარგ პრეზენტაციას გავაკეთებ.
ტრენინგის 7 დღე


განვიხილეთ შეფასების სქემები.მოდული 5.დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები ელექტრონულ წიგნში . ასევე შეფასების ჩეკლისტები.

შევქმენით ჩვენი თემის შეფასების რუბრიკები . დავგეგმეთ პროექის ჩარჩოს შინაარსი. ასევე მოსწავლის ნაშრომი დავაკავშირე 21-ე საუკუნის უნარჩვევებთან. გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებზე. ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტში ჩართვაზე ( ჩემს შემთხვევაში აუტისტზე ). განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების ინტელექტზე. დღევანდელი დღეც საინტერესო და მრავალფეროვანი იყოო. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და მრავლისმომცველი ტრენინგისათვის ქალბატონ დიანას.